მარტვილში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. სოფელ ლეციცხვაიეს საბავშვო ბაღმა დღეს, პირველი აღსაზრდელები მიიღო.

ახალი საბავშვო ბაღი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა, რომელიც 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ახალ საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო ჯგუფები, საბავშვო გასახდელები და საძინებლები საჭირო ინვენტარით და ავეჯით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა აღჭურვა.

სტუმრებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მათ მშობლებს და საბავშვო ბაღში დასაქმებულ პერსონალს ახალი ბაღის გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები