მარნეულის სკოლასთან მშობლები შეიკრიბნენ და ბავშვების დასჯის გამო გათავისუფლებული პედაგოგის დაბრუნებას ითხოვენ
მარნეულის ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან მშობლები შეიკრიბნენ და მოსწავლეების მიუღებელი მეთოდით დასჯის გამო გათავისუფლებული ქართული ენის პედაგოგის დაბრუნებას ითხოვენ. როგორც მშობლები ამბობენ, მათთვის დასჯის ეს მეთოდები მისაღებია და საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.
შეგახსენებთ, ქართული ენის მასწავლებელი რაჰმან მუსაევი მეოთხე კლასის მოსწავლეებს მუხლებზე აყენებდა და ისე უტარებდა გაკვეთილს. გავრცელებული ცნობის თანახმად, პედაგოგი ამ გზით ბავშვებს საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო დასაჯა, შემდეგ ფოტო გადაუღო და მათ ახლობლებს გაუგზავნა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზაე გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.