პოლიციამ მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში ქართული ენის პედაგოგის მიერ მოსწავლეების დასჯის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. ამის შესახებ “კვირას” უწყებაში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი რაჰმან მუსაევი მეოთხე კლასის მოსწავლეებს მუხლებზე აყენებდა და ისე უტარებდა გაკვეთილს.
გავრცელებული ცნობის თანახმად, პედაგოგი ამ გზით ბავშვებს საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო დასაჯა, შემდეგ ფოტო გადაუღო და მათ ახლობლებს გაუგზავნა.
მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ხანელ გახრამანოვის ინფორმაციით, ქართული ენის პედაგოგი უკვე გათავისუფლებულია. რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მას დროებით, უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. მისი გათავისუფლების საკითხზე დღეს დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები