ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ერთად გაიხსენეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მდუმარე აქციას, სადაც სანთლებით  ,,ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები” ეწერა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ზუგდიდის მერთან ერთად ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მერის განცხადებით, აფხაზი დებისა და ძმებისთვის, შეკრებილების მთავარი გზავნილი, ერთად მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებაა.

ცნობისთვის, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ  დღიდან 29 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები