ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისში 8 წლის ბავშვი და სასულიერო პირი ემსხვერპლა.
შემთხვევა სამტრედიის მონაკვეთზე მოხდა.
ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახა. დაღუპულები მსუბუქი მანქანის მგზავრები არიან.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა ტრაილერის მძღოლი და კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც ასევე მსუბუქ მანქანაში იჯდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.