ქობულეთში ხინოწმინდობას აღნიშნავენ
11-12 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხინოწმინდობის დღესასწაული აღინიშნება.
მერიის ცნობით, ტრადიციული, სახალხო ზეიმის ფარგლებში ეწყობა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. იმართა საპატიო ხინოწმინდელების დაჯილდოება.
“სოფელში უძველესი ხინოწმინდის ეკლესია მდებარეობს. წელს ტაძრის აღდგენა დაიწყო. სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს.
ღონისძიების პირველ დღეს შეკრებილმა სტუმრებმა, ტაძრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. შედგა იოანე ნათლისმცემლის სახელობის წირვა .
ხინოწმინდაში მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. წინამძღვარმა, მამა ევდემოზმა საპატიო ხინოწმინდელებს, სიგელები გადასცა და მადლობა გადაუხადა დასახლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის.
ღონისძიების მეორე დღეს, დასახლებაში ადგილობრივი გვარების წარმომადგენლები იკრიბებიან”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.