აჭარაში ხინოწმინდის ეკლესიის აღდგენა დაიწყო
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ხინოწმინდაში იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
ხინოწმინდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება, მისი აღდგენისთვის 750 000 ლარი დაიხარჯება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხინოწმინდის დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ტაძრის კულტურულ ღირებულებას გაუსვა ხაზი და მისი აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგა სახალხო დღესასწაული ხინოწმინდობა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში საპატიო ხინოწმინდელები დაჯილდოვდნენ. გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.