შიდა ქართლში პედოფილიის სავარაუდო დანაშაულისთვის ძებნილი კაცი პოლიციამ დააკავა

70 წლამდე კაცი, რომელიც სკოლის მოსწავლე გოგონაზე სექსუალური ხასიათის დანაშაულშია ბრალდებული, დაკავებულია. ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილი ხდება, ის ტაქსის მძღოლია და შიდა ქართლში სავარაუდო დანაშაულისთვის ეძებდნენ.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი 12 წლის მოზარდს მოკლეტექსტურ შეტყობინებებს სწერდა და როგორც ადგილობრივები ამბობენ, შსს-მ ე.წ. სქრინები უკვე ამოიღო. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდო პედოფილიაში სხვა დროსაც არის შემჩნეული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება19-137-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არასრულწლოვანთან უკვე მუშაობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფსიქოლოგი. მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს საჭირო ქმედებებს. შსს-ს მიმართვის საფუძველზე, საქმეში ჩართულია სააგენტოს სოციალური მუშაკი საპროცესო წარმომადგენლად.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები