ოზურგეთის მერიაში საკადრო ცვლილებებია

ოზურგეთის მერიაში საკადრო ცვლილებებია. აღნიშნულის შესახებ მერმა ავთანდილ თალაკვაძემ

მერიის სხდომაზე განაცხადა.

„გაგაცნობთ ახალ საკადრო გადაწყვეტილებებს: განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის პოზიციაზე ლალი სიჭინავა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსის პოზიციაზე გერმანე ჭანუყვაძე, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე პავლე ჭყონია დაინიშნა. მინდა ვთხოვო მათ, მაქსიმალურად ეფექტიანად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები და აქტიური კომუნიკაცია შეინარჩუნონ მოქალაქეებთან,“- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები