სამტრედიის მერიის ორგანიზებით 2022 წლის წარმატებული კურსდამთავრებულები საჩუქრებით დააჯილდოვეს

სამტრედიის მერიის ორგანიზებით 2022 წლის წარმატებული კურსდამთავრებულები საჩუქრებით დააჯილდოვეს.
“სამტრედიის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამორჩეული არის ინტელექტუალი და წარმატებული ახალგაზრდებით.  ამაყი ვარ, როცა ამდენ გონიერ და მოტივირებულ სახეს ვხედავ. ისწავლეთ და იყავით თქვენი ქალაქისა და ქვეყნის იმედი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით  ხელი შეგიწყოთ და გვერდით დაგიდგეთ”, – თქვა სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ.
მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურიამ  ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცეს და მომავალში დიდი წარმატებები უსურვეს.
საზოგადოების წინაშე სახელმწიფო გრანტის მფლობელი მოსწავლეები მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა ნატალია მანჯგალაძემ წარადგინა.
შეგახსენებთ,  წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული  მოსწავლეების რაოდენობას:  37 მოსწავლემ– 50 %, 14 მოსწავლემ– 70% ,  10 მოსწავლემ –100%

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები