ლაგოდეხში ფეხბურთში შიდასაუბნო ჩემპიონატი ჩატარდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ანრი ფერაძისა და ვალერი დევაძის სახელობის უბნებს შორის ტურნირი გაიმართა ფეხბურთში.
ტურნირში გამარჯვება, სოფელ აფენის ცენტრალური ქუჩის გუნდმა მოიპოვა.
გამარჯვებული გუნდი მუნიციპალიტეტის მერმა დააჯილდოვა.
ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.