ქარელში საცურაო აუზი გაიხსნა
ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე საცურაო აუზი გაიხსნა.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერიის ცნობით, საცურაო აუზი მოიცავს დიდ და პატარა აუზებს, სატრენაჟორო სივრცეს და გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე. ამასთან, საცურაო აუზის კომპლექსი სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის.
პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.