გორელმა ძიუდოისტებმა ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გორელმა ძიუდოისტებმა ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატიდან ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს.

მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ დავით ქარელი და საბა სამადაშვილი, საბა საბაშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ძიუდოისტებს და მათ მწვრთნელს ანზორ თენაძეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა ჯილდოები გადასცეს და მიღწეული წარმატება მიულოცეს.

სამივე სპორტსმენი ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობდა.

მიმდინარე წელს, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ერთეულებში საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები