სამტრედიის მერმა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა სხდომათა დარბაზში სამსახურის ხელმძღვანელებთან, მერის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ-ების დირექტორებთან სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხი განიხილა.
მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ყველა უწყებას კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა და ა(ა)იპ- ების საქმისწარმოების ერთიან ელექტრონულ სისტემში ჩართვაც დააანონსა.
,,მნიშვნელოვანია საჯარო სექტორი იდგეს მოწოდების სიმაღლეზე და დოკუმენტაცია აწარმოოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ყურადღებით მოვეკიდოთ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ პროგრამას, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან დაკავშირებით. უნდა შევძლოთ და მაქსიმალურად მოვარგოთ აღნიშნული პროგრამა ჩვენს მოქალაქეებს”, – აღნიშნა დავით ბახტაძემ.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მშენებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობენ. მერმა მათგან დაწვრილებით მოისმინა არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.