ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო.
ფესტივალი წელს მეათედ იმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ნიქოზს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ერთკვირიანი ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ფილმების ჩვენება, გამოფენების მოწყობა, კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის კონცერტები.
გორის მერმა ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა .
„სიმბოლურია ასეთი ღონისძიების იმ სოფელში ჩატარება, რომელიც ცხინვალიდან ნახევარ კილომეტრში მდებარეობს და სადაც 14 წლის წინ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ხელოვნების ენა უნიკალურია. მას შეუძლია შერიგების პროცესის დაჩქარება. როგორც დღემდე, გორის მერია მომავალშიც გააგრძელებს ღონისძიების მხარდაჭერას.” – აღნიშნა მან.
ღონისძიების გახსნას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები