კურორტ ბეშუმში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი აშენდა

კურორტ ბეშუმში, ბეშუმი იაილაში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი აშენდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისათვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 60 000 ლარი დაიხარჯა.

“ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა სოფელ კვატიის მინი სპორტულ მოედანს, რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდება დაბა ხულოს და სოფელ პაქსაძეების სპორტულ მოედნებს, ახალი სპორტული მოედნები აშენდება ზორტიყელის მთასა და სოფელ ჭახაურში.

დასრულებული სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ დაათვალიერა”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები