ხობში „ახალგაზრდული დღეების“ დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა
ხობში, „ახალგაზრდული დღეების“ დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა.
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში აკაკი დევიძის ვოდევილის ,,ცოლი ხუთი წუთის” მიხედვით დადგმული სპექტაკლის ,,სტუდენტური ოინების’’ ჩვენება; ხოლო ცენტრალურ პარკში – ბაკო ალანიას ბენდის კონცერტი გაიმართა.
სპექტაკლს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდების მონაწილეობით კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.