გორის მერია სკრის სათემო ასოციაცია „ბეთლემთან” ერთად სოციალურ პროექტს ახორციელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია სკრის სათემო ასოციაცია „ბეთლემთან” ერთად სოციალურ პროექტს ახორციელებს.
მერიის ცნობით, პროექტის მიზანს წარმოადგენს, სკრის თემში მცხოვრები 20 მზრუნველობას მოკლებული მარტოხელა მოხუცის საზოგადოებაში ინტეგრირება.
“ორგანიზაციის თანამშრომლები პროექტის ბენეფიციარებს უტარებენ მცირე სამედიცინო მანიპულაციებს და ეხმარებიან საოჯახო საქმეებში, მეტი სოციალიზაციისთვის მათთვის გეგმავენ სხვადასხვა სახის აქტივობებს.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კიდევ 13 პროექტს აფინანსებს.
პროექტები ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის შინ მოვლის სერვისით, სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსებით, დღის ცენტრების მომსახურებით, თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.