დუშეთის მერი კელი დეგნანს შეხვდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრის თემას მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა, საუბარი აგრეთვე შეეხო მოქალაქეთა მონაწილეობას თვითმმართველობის პროცესში და მათთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას. მაცაცო ნარიმანიძემ ისაუბრა ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ სამოქმედო გეგმებზე და ქალ მეწარმეთა მხარდამჭერ საგრანტო პროექტზე, რომელსაც მუნიციპალიტეტი უწევს თანადაფინანსებას გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად.
შეხვედრის ბოლოს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები