„დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ პროექტის ფარგლებში ქუთაისი უცხოელ ბლოგერებს მასპინძლობდა

ქუთაისი 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს, ბლოგერებსა და ინფლუენსერებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან,
„GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ პროექტის ფარგლებში.

” ტურიზმის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან კარგად გვესმის, როგორი მნიშვნელოვანია ქუთაისის განვითარებისთვის ქალაქის ცნობადობის ამაღლება მსოფლიო ტურისტულ სივრცეში.
სწორედ ამ მიზნით დავუჭირეთ მხარი საერთაშორისო პროექტს „GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად.”
ჩვენი სტუმრების მიერ სხვადასხვა პლათფორმებზე გამოქვეყნებული ყველა ამბავი, ისტორია, ფოტო თუ ვიდეო კადრი ქუთაისიდან სტიმული გახდება მრავალი ტურისტული კომპანიისა თუ ცალკეული ვიზიტორისთვის, რომ დანიშნულების ადგილად რაც შეიძლება ხშირად მიუთითონ ქუთაისი.
ასეთივე მხარდაჭერა ექნება ჩვენგან ყველა იმ საერთაშორისო პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისის პოპულარიზაციას სხვადასხვა მიმართულებით.”- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები