კურორტ გოდერძიზე მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები 120 მოსწავლისთვის საზაფხულო სკოლა მოეწყო

პანდემიით განპირობებული სირთულეების დაძლევის მიზნით აჭარის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა  საზაფხულო სკოლის პროექტი, რომელიც დაეხმარება მაღალმთიანი აჭარის სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავლეებს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში.

პროექტში  ჩართულები არიან ქედაში, შუახევსა და ხულოში მცხოვრები საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები. კურორტ გოდერძიზე ოთხი საზაფხულო სკოლა მოეწყო, სასწავლო პროცესში 120 მოსწავლეა ჩართული.

მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ მეცადინეობებს ფიზიკის და მათემატიკის მიმართულებით, დროის მნიშვნელოვან ნაწილს უთმობენ შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობას.

საზაფხულო სკოლები დაიწყო მიმდინარე წლის 10 აგვისტოს და დასრულდება 31 აგვისტოს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები