ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 16 ოჯახს ფართები საკუთრებაში გადაეცათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ონის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი დაიწყო – მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში ბინა 16 ოჯახს გადაეცემა.
ონის მერიის მუნიციპალიტეტის ცნობით, ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გააცნეს და საქართველოს მთავრობის განკარგულებები გადასცეს.
აღნიშნულ ოჯახებს ბინის კანონიერი მესაკუთრეობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდებათ.
” ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან სიახლეს, ჩვენ კი შესაბამის სამთავრობო უწყებებთან კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რათა უმოკლეს დროში განხორციელდეს დარჩენილი ოჯახების დოკუმენტაციების შესწავლა და ბინების საკუთრებაში გადაცემა”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები