იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი გაბედავასთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნანა გაბელაიამ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული ახალგაზრდული პროგრამები და დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო.
„მოსახლეობასთან შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
ნანა გაბელია დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს“, – აღნიშნულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.