გორში, წმინდაწყლის ბაზრის მიმდებარედ ცალმხრივი მოძრაობა დროებით შეიზღუდა
წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე, ახალი ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ, ჩრდილოეთისკენ მიმავალ ცალმხრივი მოძრაობის ზოლზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოძრაობის შეზღუდვა აღნიშნული მოძრაობის ზოლზე დაგეგმილმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რომლებიც მალე დაიწყება.
„სამუშაოების დასრულებამდე, სამხრეთისკენ მიმავალი ცალმხრივი მოძრაობის ზოლი დაიტვირთება. დღეიდან, აღნიშნული მოძრაობის ზოლზე ტრანსპორტი უკვე ორმხრივად მოძრაობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 740 მეტრია (პაპიტაშვილის ქუჩიდან და კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე).
სამუშაოები მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, მძღოლებს გადაადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, – აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.