გორში, ბაგრატიონის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთის  სიგრძე  998 მეტრია. გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 816 165 ლარია.

პროექტი გათვალისწინებულია ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობასაც.

ბაგრატიონის ქუჩას მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია“, – აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები