სერგი ხიდეშელის ხელმძღვანელობით, ონის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტსა და საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
25 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის ხელმძღვანელობით, ონის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტსა და საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს 2023-2026 წლებში პრიორიტეტის დოკუმენტის პირველადი ვარიანტისთვის და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისათვის ძირითადი ადმინისტრაციული ხარჯების, პროექტებისა და ღონისძიებების შერჩევის საკითხი.
მათივე ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება, და განიხილება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს.