სოციალური პროექტის შესახებ გორის მერია ინფორმაციას ავრცელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ა(ა)იპ „ს.ს.კ.” (საქართველოს სამარიტელთა კავშირი) 20 ბენეფიციარს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში ეხმარება.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლიც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და გადადგილებაშეზღუდული მოქალქეებისთვის ცხელი სადილის მიწოდებას, მცირე სამედიცინო მანიპულაციებსა და მათთვის საჭირო კონსულტაციებს ითალისწინებს, მერია „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის” ფარგლებში აფინანსებს.

“პროექტის ბენეფიციარები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა მოინახულა.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში” კიდევ 13 პროექტს აფინანსებს.

პროექტები ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის შინმოვლის სერვისით, სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსებით, დღის ცენტრების მომსახურებით, თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას.

პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – shorturl.at/bgjkZ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები