გოგი მეშველიანი ნინო წილოსანსა და ხატია წილოსანთან ერთად მივლინებაში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოგი მეშველიანს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანს სამუშაო შეხვედრა ჰქონდათ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობისა და სურსათის დანაკარგების სააგენტოსთან.
პარლამენტარები სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიწვევით, სურსათის ნარჩენების შემცირების, სურსათის აღდგენისა და განაწილების საკითხებზე გამოცდილებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის ადგილზე გაცნობის, სხვადასხვა უწყებათა როლების გააზრებისა და აღნიშნული გამოცდილების საქართველოში ადაპტირების მიზნით მივლინებაში იმყოფებიან საფრანგეთის რესპუბლიკაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად გოგი მეშველიანი ავრცელებს.