სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით სოციალურად დაუცველმა 300-მდე ბავშვმა აკვაპარკ „ანაკლიაში” დაისვენა

სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით აკვაპარკ „ანაკლიაში”, სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა დაისვენეს. აკვაპარკში 300-მდე მოზარდმა უფასოდ დაისვენა, რეგიონის მუნიციპალიტეტიდან კი მათი ტრანსპორტირება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მოხდა. აკვაპარკის ადმინისტრაციამ მთელი დღის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები დაგეგმა.

დღის ბოლოს ბავშვებს აკვაპარკის ადმინისტრაციამ და კომპანია „კოკა-კოლამ” საჩუქრები გადასცეს.

მსგავსი აქტივობების ჩატარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სხვადასხვა მიმართულებებით გეგმავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები