გორის მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე ახალგაზრდებს შეხვდნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მისი მოადგილე თამაზ შიოშვილი ახალგაზრდებს შეხვდნენ.
გორის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოზარდებმა მოისმინეს ინფორმაცია გორის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ახალგაზრდული პროგრამებისა და პროექტების შესახებ.
შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
“ახალგაზრდების მიერ, სხვადასხვა საკითხებზე დასმულ კითხვებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უპასუხა.
შეხვედრა, დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა FID – ის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლში “კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრია.”
შეხვედრა მულტიფუნქციურ სივრცეში “იდეაში” გაიმართა, რომელიც ამჟამად ელექტრონული მუსიკის საღამოების მასპინძელია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები