საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი სოფელ უდაბნოში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ესტუმრა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოადგილესთან – ემზარ კუჭუაშვილთან ერთად, სოფელ უდაბნოში მიმდინარე წლის 28 მარტის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ესტუმრა და სახლის სახურავის გადასახური მასალის მიღებასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტის სტიქიის შედეგად ზარალის დამთვლელი კომისიის აღრიცხვის საფუძველზე შექმნილი მონაცემთა ბაზის მიხედვით მასალები თითოეულ ბენეფიციარზე გადანაწილდა. მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს მასალის მიწოდებისა და გადახურვის სამუშაოებს მერია უზრუნველყოფს. დარჩენილ ნაწილს – კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია საჭირო მასალით დაეხმარა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები