სარფში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ხელვაჩაურში, ზედა სარფი-კალენდერეს მიმართულებით 2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ახალი გზა სოფლებს, ტურისტულ ობიექტებს, საოჯახო და მაღალი კლასის სასტუმროებს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს.
გზის რეაბილიტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გზების დეპარტამენტის და ხელვაჩაურის მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის მიხედვით, მოეწყო საყრდენი კედლები,სანიაღვრე არხები, მილები, ზღუდარები და არმირებული ცემენტობეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 1 600 000 ლარია.