თეთნულდზე ჩარჩენილი ერთი ტურისტის ცხედარი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მესტიაში გადაასვენეს
მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს მაშველებმა ცხედარი მესტიაში გადაასვენეს.
„მაშველებმა, ძებნა-გადარჩენის ღონისძიების ფარგლებში, მწვერვალ თეთნულდიდან, გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მესტიაში ჩამოასვენეს“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მანამდე, მაშველებმა დაშავებული ორი მთამსვლელის უსაფრთხო ევაკუაცია უკვე განახორციელეს. უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.