გორში, ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

გორში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეკრებილ სტუმრებს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები გააცნეს.
კონფერენცია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა, ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ბოლოს, კონფერენციაში მონაწილე ორგანიზაციებს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში წვლილის შეტანისთვის მადლობის სერტიფიკატები გადაეცათ.
გარდა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა, დაჯილდოვდნენ პროექტ „ახალგაზრდული დღეების” ფარგლებში ჩატარებული სპორტული აქტივობების გამარჯვებული მონაწილეები. პროექტი „ახალგაზრდული დღეები” გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული ცენტრ “ახალი თაობის” ინიციატივით 29 ივლისს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები