საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, გიორგი დოხტურიშვილი „დიდგორობა 2022″-ს დაესწრო.

ტრადიციულად, წელსაც, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით დიდგორობის დღესასწაული დიდგორის ველზე, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. თითოეულმა მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა საქართველოს სხვადასხვა კუთხე, მათთვის დამახასიათებელი კულინარიითა და ფოლკლორით.

„დიდგორობა 2022″-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, გიორგი დოხტურიშვილი  დაესწრო.

“12 აგვისტო ქართველი ხალხისთვის სწორედ, რომ ერთიანობის მაგალითია. ამ გამარჯვებით საქართველომ რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი საბოლოოდ დაიმკვიდრა და საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და რელიგიურ აღორძინებას დასაბამი მისცა.
ყოველ წელს, ქართველი ერი დიდგორის ველზე პატივს მიაგებს ისტორიაში ,,ძლევაი საკვირველის” სახელით შესულ ბრძოლაში, სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლ მამულიშვილებს” – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მედალი „დიდგორის ჯვარი” გადასცა: პოლკოვნიკ – ოთარ დოლიძეს; მასტერ სერჟანტს – გენრი სიმსივეს; სერჟანტ – ალექსანდრე ქოთოლაშვილს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები