სამტრედიაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მერიის კულტურის სამსახურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მხარდაჭერით და საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს მთავრობა ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად მუდმივად მუშაობს ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდასთან დაკავშირებით. ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდების განათლება და დასაქმების ხელშეწყობაა.
შეხვედრაზე, სამტრედიელ ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში არსებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობის შესახებ.
შეხვედრაზე ონლაინ ჩაერთო პროგრამა FLEX კურსდამთავრებულები ნინო გობაძე და ანკა კერესელიძე, რომლებიც დაწვრილებით ისაუბრეს არსებული პროგრამის შესახებ.
ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა Dunkin & WENDY S – HR ნანუკა ინასარიძემ.
1999 წელს 12 აგვისტოს გაერომ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე დააწესა.