3 შვილთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდა – ოზურგეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ოზურგეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალი სამ შვილთან ერთად ლესელიძის ქუჩაზე, ნაქირავებ კერძო სახლში ცხოვრობდა.

როგორც მეზობლები ამბობენ, ქალი შვილებთან ერთად ახალ მისამართზე საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა.
ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევამდე ხმაური არ გაუგიათ, მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია მივიდა.
„გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ აკაკი მაისურაძემ.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ქალი ჯერ სცემა, შემდეგ კი აბაზანაში გაგუდა, თუმცა ამ ეტაპზე ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები