გორში, კოშკებსა და რიეთში წყლის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კოშკებსა და რიეთში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს. ამის შესახებ გორის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათი ცნობით, ორივე სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“ამ ეტაპზე, ხორციელდება ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მოწყობის სამუშაოები.
დღემდე, რიეთში (100-მდე ოჯახი) და კოშკებში (85 ოჯახი) მცხოვრები ოჯახები სასმელ წყალს საუბნო ონკანებიდან იღებდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.