საგარეჯოში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

საგარეჯოში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა პირველ მოადგილესთან, ემზარი კუჭუაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ – ბექა ფეიქრიშვილთან ერთად, გეგმური მონიტორინგის ფარგლებში კახეთის გზატკეცილზე #7 -ში მდებარე კორპუსების ეზოების მოასფალტება – კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა და მოსაზრებებისა და საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.
ამ ეტაპისთვის, გაერთიანებული ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ საგარეჯოში, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით, პარალელურად შესრულდა ლესელიძისა და თამარ მეფის ქუჩებზე არსებული კორპუსების მოასფალტება – მოწყობის სამუშაოები, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 389 384 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები