ჩხოროწყუში კულტურის სახლის რეაბილიტაცია გრძელდება

ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ჩხოროწყუს კულტურის სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა.
კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 601 202 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
სამუშაოებს კომპანია შპს “აი-ქეი-ბი” ასრულებს.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები