ბობნევის საზაფხულო ბანაკს გორის მერის მოადგილე ესტუმრა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბობნევის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა.

გორის მერიის ცნობით, სტუმრები ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და ახალგაზრდების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ.

ბობნევის „საზაფხულო ბანაკში” ახალგაზრდების მეორე ნაკადი ისვენებს. პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას სწავლობენ და მონაწილეობას იღებენ ლაშქრობებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.

ბანაკი 12-დან 25 წლამდე ახალგაზრდების კიდევ ერთ ნაკადს უმასპინძლებს. თითოეულ ეტაპზე 50 მონაწილე გაემგზავრება. ისინი ბობნევში 5 დღეს რჩებიან.

ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჯამში 150 ახალგაზრდა დაისვენებს.

პროექტი ასოციაცია „ტონთიოს” ორგანიზებით ხორციელდება.

მსურველების რეგისტრაციის ვადა 10 აგვისტოს დასრულდა.

შერჩევისას უპირატესობა ენიჭება სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები