2022 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერები გამოაცხადა

2022 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერები გამოაცხადა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის 2022” – ის ფარგლებში 41 პროექტი განხორციელდება, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა. მიმდინარე წლის პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონამდე ლარია, რომელიც 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება.

  • გორში, მუსხელიშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=470714&lang=ge

  • გორში, შინდისის გმირების გამზირი N24-ის მიმდებარედ სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=470706&lang=ge

  • ქვახვრელში ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=470699&lang=ge

  •  ხიდისთავში არსებული სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=470693&lang=ge

  •  ტირძნისში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=470676&lang=ge

  • ბერშუეთში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=470670&lang=ge

  • არბოში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=470665&lang=ge

  •  ატენში სკვერების მოწყობისა და ბოშურში ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=470528&lang=ge

  •  ახალდაბაში, გორში კომბინატისა და წმინდა წყლის დასახლებებში, სკვერების მოწყობის სამუშაოები

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=470518&lang=ge

  •  კოშკაში, ტყვიავში და სათემოში სკვერების მოწყობის სამუშაოები

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=470051&lang=ge

  •  ხიდისთავში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გამაგრებითი და გორში მელიქიშვილის გამზირზე მდინარის გაბიონის მოწყობის სამუშაოები

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=470056&lang=ge

აღსანიშნავია, რომ აქტიურად მიმდინარეობს „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023″-ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესიც. ამ ეტაპზე, პროგრამის ახალგაზრდული კლუბის წევრები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აწარმოებენ საჭიროებების კვლევას და კონსულტაციას უწევენ მოსახლეობას სამოქალაქო ბიუჯეტისთვის საინიციატივო წინადადებების მომზადების პროცესში.

პროგრამის მიზანია, მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები