ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის მემორიალურ დაფა ყვავილებით შეამკეს

ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ ქართული ფოლკლორის დიდ მოამაგეს, გენიალურ ლოტბარს და მუსიკოსს ანზორ ერქომაიშვილს დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში პატივი მივაგეთ მის ხსოვნას და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მისი ღვაწლი, რომელიც ფასდაუდებელია,”- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები