კარალეთში ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან ერთად 2008 წლის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის – ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი გახსნა.

აგვისტოს ომის გმირის მემორიალი მისივე მშობლიურ სოფელში, მისივე სახელობის სკვერში მოეწყო.

სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირული ჯარისკაცის სახელის უკვდავსაყოფად, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მისი სახელობის მემორიალი და სკვერი სოფლის ცენტრში მოეწყო.

ოთარ სუხიტაშვილი კარალეთში დაიბადა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტანკი, რომელსაც ის მართავდა, ქართული საბრძოლო მანქანების კოლონას ცხინვალისკენ მიუძღოდა. ჯავშანტექნიკა მოწინააღმდეგემ 8 აგვისტოს გაანადგურა. მას შემდეგ ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები