აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია. ყველაზე სუფთა წყალი, ტრადიციულად, სარფის სანაპირო ზოლშია, შემდეგ კვარიათსა და გონიოში, შემდეგ კი, ქობულეთში.
“ხარისხის დასადგენად ზღვის წყალში შემდეგი მაჩვენებლები შემოწმდა: ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, კოლიფაგი, ოქროსფერი სტაფილოკოკები, პათოგენები. დადგინდა, რომ მაჩვენებლები ყველგან ნორმის ფარგლებშია. ლაბორატორიული კვლევებით წყალში ვირუსის გამომწვევი ბაქტერიები არ აღმოჩენილა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.