განმუხურში მდებარე აკვა-პარკმა “ანაკლია” მუშაობა განაახლა
ანაკლიასა და განმუხურში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. მუშაობა განაახლა განმუხურში მდებარე აკვა-პარკმა „ანაკლიამ”. ყოველდღიურად დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. იგეგმება აქციები სოციალურად დაუცველი ბავშვების უფასო დასვენებასთან დაკავშირებით.
აკვა-პარკი ზუგდიდის მერიამ, 10-წლიანი იჯარით ინვესტორს გადასცა, რომელსაც პირველი სამი წლის განმავლობაში საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის კონსტანტინე კაკავას განმარტებით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ანაკლიასა და განმუხურში მოწესრიგდა სანაპირო ზოლი, რეკრეაციული ზონები და მთელი სეზონის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი , სპორტული, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებები.