2008 წლის ომში დაღუპული გმირებისათვის პატივის მისაგებად, ფოთში რამდენიმე ცერემონიალი გაიმართა

2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.
​​2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა, 11 ​ფოთელის სიცოცხლე იმსხვერპლა​, ხოლო ​დაშავდა 80-მდე ადამიანი. ომში დაღუპული გმირებისათვის პატივის მისაგებად, ფოთში რამდენიმე ცერემონიალი გაიმართა:
​​აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით​ შეამკო ​​ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან და საკრებულოს წევრებთან​ ​ერთად.​
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი​ ​აღავლინა.
​ომში დაღუპული ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელთა სახელების უკვდავსაყოფად, ,,ეი პი ემ ტერმინალს ფოთის” ტერიტორიაზე მემორიალი გაიხსნა.

ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები