სამტრედიის მერი სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, პირველ მოადგილესთან, ლადო ზაქრაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

სანაპიროს ქუჩაზე უახლოეს ხანში კაპიტალური გზა მოეწყობა.

ბეტონის გზის დაგების სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს.

“ჩვენი მთავარი თხოვნა მერის მიმართ იყო გზის რეაბილიტაცია. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ყველანი გახარებულები ვართ, რომ უახლოეს ხანში ჩვენთან კაპიტალური გზა გაკეთდება”, – თქვა ადგილობრივმა გელა სანიკიძემ.

გზის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი.

“ჩვენ გვაქვს კარგად გააზრებული გეგმები და ხედვები, რომელიც იმ გამოწვევებს ეხმაურება რაც სამტრედიელების წინაშე დგას. თითოეული პროექტი მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებზე”, – თქვა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები