საგარეჯოში მინიფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის მხარდაჭერით, საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე, მინიფეხბურთში, 12 გუნდის მონაწილეობით გოგა მაისურაძის სახელობის ტურნირი გაიმართა.
მერიის ინფორმაციით, ფინალში საპრიზო ადგილები შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა: III ადგილი უდაბნოს გუნდმა დაიკავა, II ადგილზე ნინოწმინდის გუნდი გავიდა, ხოლო I ადგილი და თასი GEO FIT -ის გუნდს ხვდა წილად.
ავთანდილ გულიკაშვილმა, მოადგილესთან, გიორგი ლალიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე – ალექსი გილაშვილთან ერთად ფინალისტებს მადლობის სიგელები, მედლები და პირველი ადგილის მფლობელი გუნდის კაპიტანს გამარჯვების თასი გადასცა და გამარჯვება მიულოცა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტში სპორტული აქტივობები პერმანენტულად გაგრძელდება და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებსაც მოიცავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები