ქარელში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება – პროცესი მერმა დაათვალიერა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარსა და ბრეთში სანიაღვრე არხების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“სოფელ ბრეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”-ის ფარგლებში მოეწყობა 200 გრძივი მეტრი არხი ანაკრები რკინა-ბეტონის ღარებით და 3 გრძივი მეტრი მონოლითური რკინა-ბეტონის არხი .ეზოში გადასასვლელებზე მოეწყობა მეტალის ცხაურები.
სამუშაოებს ასრულებს ი.მ „პაატა ხაჭაპურიძე”.
სოფელ ძლევიჯვარში ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს სარწყავ-სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში სულ მოეწყობა 854 გრძივი მეტრი ანაკრები რკინა-ბეტონის ღარებით და 103 გრძივი მეტრი მონოლითური სარწყავ-სანიაღვრე არხები, ასევე წყალგამტარი ლითონის მილები და ჩამკეტებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს „ჯეო კონსტრაქშენი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.